არქივი
მსოფლიო
დღეს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები ამოქმედდა
დღეს ძალაში შევიდა აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ისინი მიმართულია ნებისმიერი ქვეყნის ფიზიკური პირისა თუ კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც კონტრაქტებს გააფორმებენ ან „არსებით გარიგებაში“ შევლენ რუსული თავდაცვითი სექტორის კომპანიებთან.
სანქციები ამოქმედდა დონალდ ტრამპის მიერ 2017 წლის აგვისტოში ხელმოწერილი კანონის ფარგლებში. ე.წ. შავ სიაში მოხვდა 39 რუსული კომპანია თუ ორგანიზაცია, რომლებიც შეყვანილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მათთან თანამშრომლობითა და მუშაობით როგორც რუსულ, ასევე სხვა ქვეყნის კომპანიებს სანქციები დაეკისრებათ.
აღნიშნულ შავ სიაში მოხვდა, მაგალითად, „როსობორონექსპორტი“, რომელიც მონოპოლისტად ითვლება რუსეთის შეიარაღების ექსპოტისა და იმპორტის კუთხით. სიაში ასევე შეყვანილი არიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, საგარეო დაზვერვის სამსახური და გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო.
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

