არქივი
მსოფლიო
დღეს სომხეთში პრემიერ-მინისტრს ირჩევენ
დღეს სომხეთის ეროვნულ კრებაში ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ. დეპუტატებმა საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ [გამოსავალი] ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურა უნდა განიხილონ.
ერთი კვირის წინ ჩატარებულ არჩევნებში პარლამენტის უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი პრემიერობის ოპოზიციონერ კანდიდატ ნიკოლ პაშინიანს. მან ვერ დააგროვა საჭირო 53 ხმა. პრემიერობის ერთადერთ კანდიდატს ეროვნული კრების 45-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო მმართველი ფრაქცია სომხეთის რესპუბლიკური პარტიის 56-მა წევრმა მას მხარი არ დაუჭირა.
კენჭისყრის მომდევნო დღეს პაშინიანის ხელმძღვანელობით ქვეყანაში მასშტაბური გაფიცვა გაიმართა. ათი ათასობით ადამიანმა მაგისტრალები და სარკინიგზო მოძრაობა გადაკეტა, პარალიზებული იყო მეტრო.
2 მაისს მმართველ რესპუბლიკურ პარტიაში განაცხადეს, რომ თავისი კანდიდატი არ ეყოლებათ და იმას მისცემენ ხმას, ვისაც პარლამენტართა მესამედის (35 ხელმოწერა) მხარდაჭერა ექნება. უმრავლესობაში აღნიშნეს, რომ „8 მაისს სომხეთს პრემიერ-მინისტრი ეყოლება“. მომდევნო დღეს „ელქმა“41 ხელმოწერით პრემიერობის კანდიდატად ნიკოლ პაშინიანი წარადგინა.
თუკი დღეს ისევ ვერ აირჩევენ პრემიერ-მინისტრს, სომხეთის პრეზიდენტი იძულებული გახდება, პარლამენტი დაითხოვოს და 30-45 დღის განმავლობაში დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

