უახლესი ამბები
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
დღის კალენდარი


დღის კალენდარი - 17 სექტემბერი
წლის 260-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 105 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ღირსისა სვიმეონისა, დავითგარეჯის ლავრის წინამძღვრისა, წინასწარმეტყველისა და სასწაულმოქმედისა (1773); მღვდელმოწამისა ბაბილასი, დიდისა ანტიოქიის ეპისკოპოსისა, და მისთანა სამთა ყრმათა: ურბანისა, პრილიდიანესი, ეპოლონისი და დედისა მათისა ქრისტოდულასი (251); წინასწარმეტყველისა მოსესი, ღმრთისმხილველისა (1531 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამისა ერმიონიასი, 70-თაგან მოციქულ ფილიპე დიაკონის ასულისა (დაახლ. 117); მოწამისა ბაბილა ნიკომიდიელისა და მისთანა 84-თა ყრმათა (IV); მოწამეთა: თეოდორესი, მიანესი, იულიანესი და კიონისა (305-311); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა იოასაფისა, ბელგოროდელი ეპისკოპოსისა (1911); იოაკიმესი, ალექსანდრიელი პატრიარქისა; დღესასწაული ყოვლადმწიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მაყვალი შეუწველი“ (1680).
წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა, დიდი ანტიოქიის ეპისკოპოსი და მასთან ერთად სამი მოწამე ყრმა: ურვანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და მათი დედა ქრისტოდულა. იმპერატორ დეკიოსის დროს ევნენ ჭეშმარიტი რწმენისათვის და ღირს იქმნენ მოწამეობრიობის გვირგვინისა. მათ ყველამ სულის დიდი სიმტკიცე გამოავლინეს და ბოლომდე მხნედ აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება. დეკიოსის ბრძანებით, მათ თავები მოჰკვეთეს.
წმიდა ერმიონია სნეულებათა კურნების ხელოვნებას იყო დაუფლებული და მრავალ სნეულ ქრისტიანს კურნავდა ქრისტეს სახელით.
იმპერატორ ტრაიანეს მემკვიდრის ადრიანეს დროს წმიდა ერმიონია წარდგა წარმართი ხელმწიფის სამსჯავროზე ქრისტიანული სარწმუნოების აღიარებისთვის. იგი სასტიკად სცემეს და კოცონზე შემომდგარ ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ უფალმა თავისი წყალობა მოუვლინა მას და უვნებელი გამოიყვანა წმიდა მოწამე. განრისხებულმა ადრიანემ ბრძანა, თავი მოეკვეთათ მისთვის. როცა მხედრებს დასასჯელად მიჰყავდათ წმიდანი, მათ ხელები გაუშეშდათ. მაშინ მხედრებმა ირწმუნეს ქრისტე და ღრმა სინანულით ფერხთ ჩაუვარდნენ წმიდა ერმიონიას. ამის შემდეგ წმიდა მოწამე ერმიონიამ თავისი სული ღმერთს შეავედრა და მას მიაბარა სული.
ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ერთად 84 ყრმა ევნენ ქრისტეს რწმენის აღიარებისათვის იმპერატორ მაქსიმიანეს დროს. იმპერატორის ბრძანებით მათ თავები მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე თეოდორე, მიანი, ივლიანე და კიონი იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ცხოვრობდნენ და ევნენ ქრისტესათვის. იმპერატორის ბრძანებით ისინი შეიპყრეს და დასასჯელად ქალაქში წაიყვანეს. წმიდა მოწამეებმა სიკვდილით დასჯის წინ მცირე დრო ითხოვეს სალოცავად და შემდეგ სიხარულით მიაბარეს უფალს თავიანთი სულები.
დაიბადნენ:
1826 – გეორგ ფრიდრიხ რიმანი, დიდი გერმანელი მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1866 წელს.
1857 – კონსტანტინ ციოლკოვსკი, რუსი მეცნიერი და გამომგონებელი აეროდინამიკისა და რაკეტების დარგში. გარდაიცვალა 1935 წელს.
1893 _ ვიქტორ ნოზაძე, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე. გარდაიცვალა 1975 წელს.
1899 – ვერა ბარდაველიძე, ეთნოგრაფი, პროფესორი. გარდაიცვალა 1970 წელს.
1906 – სესილია თაყაიშვილი, გამოჩენილი მსახიობი. გარდაიცვალა 1987 წელს.
გარდაიცვალნენ:
1701 – იაკობ II, დიდი ბრიტანეთის მეფე.
1838 – ანტუან ჟუსიე, ფრანგი ბოტანიკოსი.
1721 – ტობიას ჯორჯ სმოლეტი, ინგლისელი მწერალი.
1918 – ლალიონი (არსენ მამულაიშვილი), მწერალი და პედაგოგი.
მოვლენები:
1787 – მიიღეს აშშ-ს კონსტიტუცია.
1922 – ბერლინში მოეწყო პირველი ჩვენება ხმოვანი ფილმისა.
1939 – გერმანიამ დაიპყრო პოლონეთი.
1957 – სოფი ლორენი და კარლო პონტი დაქორწინდნენ მექსიკაში.
1983 – ვანესა ვილიამსი პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელმაც „მის ამერიკის“ ტიტული მოიპოვა.
1991 – გაიხსნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 46-ე სესია, რომელმაც გაეროს ახალ წევრებად მიიღო ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა და მარშალის კუნძულები.
ღირსსახსოვარი დღეები:
აშშ – ამერიკელი მოქალაქის დღე.
ანგოლა — გმირების დღე.
სტუდენტთა საერთაშორისო დღე.
მშვიდობის საერთაშორისო დღე.