არქივი
დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 5 იანვარი
წლის მე-5 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 360-ე დღე.
საეკლესიო კალენდარი
მარხვა
ხსენება ათთა მოწამეთა კრეტელთა: თეოდულესი, სატორნინესი, ევპოროსი, გელასისა, ევნიკიანესი, ზოტიკესი, პომპისა, აღათოპუსესი, ვასილიდასი და ევარესტისა (VII), ღირსი ნიფონტისა — კვიპრელ ეპისკოპოსისა (IV). ღირსი პავლესი — ნეოკესარიელ ეპისკოპოსისა (IV),
10 კრიტელი წმიდა მოწამე იმპერატორ დეკიოსის დროს ევნენ ქრისტეს სახელისათვის.
ღირსი მამა ნიფონტე, ეპისკოპოსი კვიპროსისა პაფლაგონიაში დაიბადა, განათლება კი კონსტანტინეპოლში მიიღო. სიჭაბუკეში ეშმაკს დაემონა და გარყვნილი ცხოვრება დაიწყო. ბოლოს ხანგრძლივი ლოცვა-ვედრებით შემობრუნდა სარწმუნოებისკენ. უკვე ხანდაზმულ ასაკში, როცა წმიდა ნიფონტე ალექსანდრიაში ჩავიდა, იგი კუნძულ კვიპროსის ქალაქ კონსტანციის მღვდელმთავრად იქნა დადგენილი.
ღირსი მამა პავლე, ეპისკოპოსი ნეოკესარიისა იმპერატორ ლიკინიუსის დროს ევნო ჭეშმარიტი რწმენისთვის, სამსჯავროზე მან მხნედ აღიარა რწმენა ქრისტესი და უარი თქვა კერპთა თაყვანისცემაზე. ამისთვის წარმართებმა სცემეს უმოწყალოდ, შემდეგ შიმშილითაც დიდხანს ამყოფეს, მაგრამ ვერ გატეხეს წმიდანის რწმენა. ბოლოს რკინით დაუშანთეს ხელები და მდინარე ევფრატის სანაპიროზე მდებარე საპყრობილეში ჩააგდეს.
დაიბადნენ:
1519 — ეკატერინე მედიჩი, საფრანგეთის მეფე, ჰენრიხ II-ის მეუღლე. გარდაიცვალა 1589 წელს.
1863 — მელიტონ ბალანჩივაძე, ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი, გამოჩენილი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1937 წელს.
1876 — კონრად ადენაუერი, გერმანელი პოლიტიკოსი. გარდაიცვალა 1967 წელს.
1921 — ფრიდრიხ დიურენმატი, შვეიცარიელი მწერალი. გარდაიცვალა 1990 წელს.
1938 — ხუან კარლოს I, ესპანეთის მეფე.
1942 _ რუსუდან ტოზაშვილი, მხატვარი.
1948 — თემურ ბაბლუანი, კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.
1968 — ლეილა მესხი, ჩოგბურთელი.
1968 — გიორგი ბარამიძე, პოლიტიკოსი.
გარდაიცვალნენ:
1589 — ეკატერინე მედიჩი, საფრანგეთის მეფე.
1933 — კალვინ ქულიჯი, ამერიკის შეერთებული შტატების 30-ე პრეზიდენტი, რესპუბლიკელი.
1970 — მაქს ბორნი, გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
მოვლენები:
1875 — პარიზში გაიხსნა ეროვნული საოპერო თეატრის „გრანდ-ოპერის“ შენობა.
1896 — გერმანელმა ფიზიკოსმა რენტგენმა მის მიერ აღმოჩენილი სხივების პირველი ჩვენება ჩაატარა.
1937 _ ჩატარდა სსრკ-ს მოსახლეობის აღწერა. შედეგები არ გამოქვეყნებულა.
1957 _ აშშ-ს პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა გამოაქვეყნა მისი სახელით ცნობილი დოქტრინა.
1971 _ ისრაელმა, ეგვიპტემ და იორდანიამ განაახლეს სამშვიდობო მოლაპარაკებები.


