მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა ფილიპ ლიმ „ბრექსიტთან“ დაკავშირებული კანონის საპარლამენტო კენჭისყრამდე თანამდებობა დატოვა.
მან დაადანაშაულა ხელისუფლება, რომ მთავრობა შეეცადა პარლამენტის როლის „შეზღუდვას“ და მოუწოდა, რომ ხელახლა ჩატარდეს კიდევ ერთი რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.
ფილიპ ლი ემხრობოდა დიდი ბრიტანეთის დარჩენას ევროგაერთაინებაში. უკვე ყოფილი მინისტრი ყურადღებას ამახვილებდა „ბრექსიტის“ შესაძლო ეკონომიკურ გავლენაზე.
თავის განცხადებაში ლიმ აღნიშნა, რომ „ბრექსიტი“ „იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ“ და ამ პოლიტიკას მხარს ვერ დაუჭერს.
ფილიპ ლის თქმით, „უპასუხისმგებლობაა ის, თუ როგორ ვიქცევით“.
მისი გადადგომა დადებითად შეაფასეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ბრიტანეთის ევროგაერთიანებაში დარჩენის მომხრეებმა. ფილიპ ლის ნაბიჯი შეაფასეს, როგორც „გაფრთხილება“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ თერეზა მეისთვის.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

