უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
კომენტარი
დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს, ვაპირებთ მივმართოთ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს - ირაკლი კობახიძე
დიდმა ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს, ვაპირებთ მივმართოთ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს საჭიროების შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სამართლებრივი გზა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ „ბი-ბი-სის“ მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა.
„ვფიქრობ, რომ დიდმა ბრიტანეთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, იმიტომ, რომ „ბი-ბი-სი“ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით, შესაბამისად, პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს. ხედავდით, რომ სკანდალის შექმნის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა იყო, რომელიც სიყალბეზე იყო დაფუძნებული. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება არის დახურული. ჩვენ განვაცხადეთ ღიად და საჯაროდ - ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ამ გამოძიების თაობაზე ჩვენგან ინფორმაცია, ყველას გავუზიარებთ სრულ ინფორმაციას.
რაც შეეხება კონკრეტული სითხის გამოყენებას, უკვე ითქვა დაწვრილებით. გამოიყენებოდა ის ნივთიერებები, რომლებიც იყო ნახსენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე. ეს ეხება უკლებლივ ყველა შემთხვევას, როდესაც იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია, ნებისმიერსაერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია, სრული გამჭვირვალობის მზაობა არის ჩვენგან. რაც შეეხება მიმართვიანობას, ხუთმა მიმართა მსუბუქი ინტოქსიკაციით, რომლებიც გაეწერნენ მეორე დრესვე. მინდა გავიხსენო, 9 აპრილის შემდეგ, როდესაც იყო გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, პირველი სკოლის მოსწავლეებითაც კი, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ მივიდნენ სკოლაში, სავსე იყო მაშინდელი საავადმყოფოები. იმიტომ, რომ როცა იყენებ ქიმიურ ნივთიერებას, შეუძლებელია, ამას არ მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგები. ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია დოკუმენტაციასთან, ნივთიერებებთან დაკავშირებით, გარდა ამისა, ვაპირებთ მივმართოთ Ofcom-ს, ანუ ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამართლოებს, საჭიროების შემთხვევაში. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ „ბი-ბი-სის“ მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
6 თებერვალი, 2026 , 11:53
„ცალი კალოშით“ მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული „ნაცებისგან“ განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს - ნინო წილოსანი
4 თებერვალი, 2026 , 17:07
ათი განცხადება მაინც მოვისმინე, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია - ირაკლი კობახიძე
4 თებერვალი, 2026 , 15:53
სუს-ში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება
4 თებერვალი, 2026 , 15:16
მამუკა მდინარაძე ამერიკაში გააგზავნეს, ეტყობა, დარსალიას შეხვედრის ფარგლებში რაღაც ვერ მოგვარდა და ახლა ცდილობენ, მდინარაძის ვიზიტით მოგვარდეს - გიგა ფარულავა
4 თებერვალი, 2026 , 15:08
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემცირდეს ფასები, ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, რომ გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები და ვფიქრობ, ეს მიღწევადია - ირაკლი კობახიძე
4 თებერვალი, 2026 , 14:47


