უკან
უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
4 ოქტომბერი, 2018 13:35
დიპლომატიური კორპუსი შეშფოთებულია იმით, რაც ხდება ქვეყანაში - გიორგი ვაშაძე
„ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიპლომატები საქართველოში არსებული ვითარებით შეშფოთებული არიან.
„ჩვენ გვქონდა სამ მთავარ საკითხზე საუბარი. დიპლომატიური კორპუსი შეშფოთებულია იმით, რაც ხდება ქვეყანაში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ თავდასხმაზე, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე ხორციელდება. მეორე, რაზეც ინფორმაცია მივაწოდეთ, ეხება საარჩევნო კომისიებს და დარღვევების კონკრეტული ფაქტები ვაჩვენეთ. ასევე, სრული ადმინისტრაციული აპარატის მობილიზება ხდება იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალონ და სალომე ზურაბიშვილს ხელი შეუწყონ",- განაცხადა ვაშაძემ.