უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 ოქტომბერი, 2017 17:00
font-size

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ოთარ აბესაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო.

პროცესი 1 ნოემბრამდე გადაიდო.

ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, პროცესის გადადების მიზეზი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

ჭკადუას განცხადებით, ოთარ აბესაძესთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

„ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დღევანდელი სხდომა არ გაიმართება. მასთან მუშაობენ ფსიქოლოგები. პროცესი გადაიდო 1 ნოემბრამდე. იმედს ვიტოვებთ, რომ მანამდე ექსპერტიზის ახალი დასკვნა იქნება მზად და შემდეგ სასამართლო იმსჯელებს მისი აღკვეთის ღონისძიების გადადებაზე“,- განმარტა ადვოკატმა.

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 3 ატასი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მონიკა დავლიანიძე

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი

22 ოქტომბერი, 2025 , 19:30

სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხად ანტიკორუფციული საა

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:39

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. გამოძიების ინფორმაცი

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

22 ოქტომბერი, 2025 , 11:39

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, - ა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 11:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა

18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის14 პირია დაკავებული - შსს

21 ოქტომბერი, 2025 , 18:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვან