უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 ივნისი, 2017 15:20
font-size

ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დააკავეს: თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მათურელი, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ბადრი ჯიმშიტაშვილი და ნაქალაქარის ადმინისტრაციულ ერთეულში - ლია დორეული, შპს ,,ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“-ს დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს ,,რაზა“-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მამული მამულაშვილმა, მალხაზ მათურელმა, ბადრი ჯიმშიტაშვილმა და ლია დორეულმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“-მ და შპს ,,რაზა“-მ სრულად არ შეასრულეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, ხელი მოაწერეს საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებს (ე.წ. ფორმა#2), რითაც დაადასტურეს, თითქოსდა სამუშაოები სრულყოფილად იყო შესრულებული. ამასთან, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდში, მამული მამულაშვილმა ხელი მოაწერა საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, რის საფუძველზეც მოხდა კონტრაქტორი კომპანიებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვა.

ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადარიცხულ თანხებს შორის სხვაობამ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად 123 240 ლარი შეადგინა.

თავის მხრივ, შპს ,,ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“-ს დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს ,,რაზა“-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს წინასწარი შეთანხმებით, თაღლითურად დაეუფლნენ.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის
მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6- დან 9 წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

საკვანძო სიტყვები:

მოსამართლე ნატო ხუჯაძე გელა ხასაიას: ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს

20 ნოემბერი, 2025 , 15:56

„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს",- ამ სიტყვებით მიმართა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში მყოფ სამოქალაქო აქტივისტ, გელა ხასაიას.  განცხადება მოსამართლემ მას შემდეგ გაა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა

20 ნოემბერი, 2025 , 15:01

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინ

შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

20 ნოემბერი, 2025 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ. დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან

სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა, ზურაბ ადეიშვილი კი უდანაშაულოდ ცნო

19 ნოემბერი, 2025 , 17:41

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი წერს. როგორც ია მეტრეველი აღნიშნავს, ზურაბ ადეიშვილი კი სას

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც მასწავლებლის, გიგა ავალიანის სიკვდილი მოჰყვა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

19 ნოემბერი, 2025 , 17:10

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის სიკვდილი მოჰყვა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ცალკე წარმოებად გამოყოფილია დამატებითი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ