უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

21 მარტი, 2025 13:17
font-size

ჯიმ რიში გამორჩეული ადამიანი და ლიდერია, რომელიც არასდროს გაგიცრუებთ იმედს - ტრამპი Megobari Act-ის თანაავტორ სენატორზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულ მხარდაჭერას უცხადებს Megobari Act-ის თანაავტორ, საქართველოს მხარდამჭერ სენატორ ჯიმ რიშს. ამის შესახებ ტრამპი TruthSocial-ზე წერს.

“სენატორი ჯიმ რიში შესანიშნავ საქმეს აკეთებს აიდაჰოს საოცარი ხალხის წარმომადგენლად – შტატის, რომელიც მე ძალიან მიყვარს და სადაც დიდი უპირატესობით გავიმარჯვე 2016, 2020 და 2024 წლებში!

როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმი დაუღალავად იბრძვის ჩვენი America First დღის წესრიგის გასატარებლად. ის შრომობს ჩვენი ეკონომიკის გასაზრდელად, შესანიშნავი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ფერმერებისა და მეცხვარეების მტკიცე მხარდასაჭერად, ამერიკის ენერგეტიკული დომინაციის დასამკვიდრებლად, ჩვენი საზღვრის გასამაგრებლად, სამხედრო ძალისა და ვეტერანების გასაძლიერებლად, მუდმივად თავდასხმის ქვეშ მყოფი კონსტიტუციის მეორე შესწორების (იარაღის უფლებების) დასაცავად და სიძლიერის მეშვეობით მშვიდობის აღსადგენად.

სენატორ ჯიმ რიშს სრულად და უპირობოდ ვუჭერ მხარს ხელახალი არჩევისთვის – ის გამორჩეული ადამიანი და ლიდერია, რომელიც არასდროს გაგიცრუებთ იმედს!” - წერს ტრამპი.

ცნობისათვის, 27 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი Megobari Act-ს განიხილავს.

22 მარტს, 20:00 საათზე, კი თბილისში Megobari Act-ის მხარდამჭერი მარში გაიმართება. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ წავლენ.

საკვანძო სიტყვები:

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ