სამართალი
დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ შეატყობინებენ
„ხვალ ვაპირებთ, რომ შევატყობინოთ შვილის გარდაცვალების შესახებ. გასვენება ხუთშაბათს არის დანიშნული და აუცილებლად უნდა დაიტიროს თავისი შვილი“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა, სამსონ ბრეგვაძემ, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში მეგობრის მოსანახულბელად მივიდა.
სამსონ ბრეგვაძის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში დღეს არ გადაიყვანენ.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან, 7 თებერვალს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში ესროლეს. გუგეშაშვილის შვილი ადგილზე გარდაიცვალა,
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


