მსოფლიო
დონალდ ტრამპი აპირებს, ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყანათა სიაში შეიყვანოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, შეიყვანოს ჩრდილოეთ კორეა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ. ამის შესახებ ტრამპმა აზიური ტურნეს შემდეგ გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და დაპირდა, რომ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება „ძალიან დიდი სანქციები“ ფხენიანის წინააღმდეგ.
საერთაშორისო ტერორისტული აქტების ღია მხარდაჭერის გარდა ჩრდილოეთ კორეის შეყვანის მიზეზი გახდა ბირთვული პროგრამაც.
ჩრდილოეთ კორეა შედიოდა ტერორისტთა მხარდამჭერი ქვეყნების სიაში, თუმცა 2008 წელს ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციამ ის ამოიღო ფხენიანთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას.
ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში არიან ირანი, სუდანი და სირია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

