უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

29 ივლისი, 2017 13:40
font-size

დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს კანონპროექტს, რომელიც რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა ჰაკაბი სანდერსმა განაცხადა.

„ის [დონალდ ტრამპი] საბოლოო ვერსიას გაეცნო და რაკი მისი შენიშვნები იყო გაზიარებული, პრეზიდენტი კანონპროექტს ხელს მოაწერს“, - განაცხადა სანდერსმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ასევე უწესებს სანქციებს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას. მიღებული კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ პრეზიდენტი კონგრესის თანხმობის გარეშე რუსეთს სანქციებს ვერ გაუუქმებს.

კანონპროექტზე რუსეთის რეაქციამ არ დააყოვნა და მოსკოვმა საპასუხო ზომები მიიღო. კრემლმა ვაშინგტონისგან მოითხოვა, რომ 1-ლი სექტემბრისთვის რუსეთში მომუშავე ამერიკელი დიპლომატებისა და ტექნიკური პერსონალის რაოდენობა 455 ადამიანამდე შემცირდეს.

ანა მებურიშვილი

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ