მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის გათავისუფლება მოსთხოვა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„აშშ შეწუხებულია იმით, რომ 12 იანვარს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გავრცელებული ინფორმაციით, მუხთარლი საქართველოში 30 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში ჩაიყვანეს, სადაც კონტრაბანდაში წაუყენეს ბრალი, რომელიც ფართო წრეებში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა.
მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს მუხთარლი და ყველა პირი, ვინც სასჯელს საკუთარი ძირითადი უფლებების დაცვისთვის იხდის.
ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას მუხთარლის გატაცების საქმეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სრული, გამჭირვალე და დროული“, -ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

