მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ CNN-ს ბოიკოტი გამოუცხადა
ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წარმომადგენლებს CNN- ის ეთერში არ გაუშვებს.
ამის შესახებ Politico-ს თეთრ სახლში საკუთარმა წყარომ განუცხადა.
უკანსკნელი კვირების განმავლობაში ადმინისტრაციის ჩინოვნიკები პრეს-მდივანი შონ სპაისერი და პრეზიდენტის მრჩეველი კელიენ კონუეი ბოლო CNN-ის გადაცემებში არ მონაწილეობდნენ.
„ჩვენ წარმომადგენლებს ვაგზავნით იქ, სადაც ჩვენი აზრით, ღირს ჩვენი დღის წესრიგზე საუბარი“,-განუცხადეს გამოცემას თეთრ სახლში, სადაც დააკონკრეტეს, რომ „ასეთი ადგილია CNN“.
შონ სპაისერმა, 31 იანვარს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს უარყო ინფორმაცია, რომ თეთრი სახლიდან CNN გარიცხეს, თუმცა აღნიშნა, რომ „არ აპირებს ისეთ ადამიანებთან თანამშრომლობას, რომლებსაც არ აქვთ სურვილი, რეალობა სწორად აღიქვან“.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპისა და CNN-ს შორის უთანხმოება ტელეარხის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვით, ამერიკის სპეცსამსახურებმა დონალდ ტრამპსა და ბარაქ ობამას საიდუმლო მასალა წარუდგინეს, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ რუსეთის დაზვერვას ტრამპზე „მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია აქვს“. ამასთან, ტელეარხი ხაზს უსვამდა, რომ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ ადასტურებდა.
ამის შემდეგ Buzzfeed-მა თემაზე 35-გვერდიანი მოხსენება გამოქვეყნა.
11 იანვარს, ტრამპმა, პრეზიდენტის რანგში პირველი პრესკონფერენციის დროს, CNN-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

