უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

21 აგვისტო, 2018 12:30
font-size

დონალდ ტრამპის განცხადებით, არ აწუხებს, რა გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე თურქეთისთვის ტარიფების დაწესება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აწუხებს, რა გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე თურქეთისთვის ტარიფების დაწესება.

„მე ეს საერთოდ არ მაწუხებს. ეს არის სწორი ქმედება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში.

გამოცემასთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტი დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლების სანაცვლოდ თურქეთის რომელიმე მოთხოვნის შესრულებას გამორიცხავს.

როგორც ტრამპი ამბობს, ის ფიქრობდა, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან გარიგება დადო, როდესაც ისრაელი თურქეთის მოქალაქის გათავისუფლებაზე დაითანხმა.

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, ის მიიჩნევდა, რომ სანაცვლოდ ერდოღანი პასტორს ენდრიუ ბრანსონს გაათავისუფლებდა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.

„ძალიან სამწუხაროა, რასაც თურქეთი აკეთებს. ვფიქრობ, ისინი საშინელ შეცდომას უშვებენ. არანაირი დათმობა არ იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ინტერვიუში.

საკვანძო სიტყვები:

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ