მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ამერიკულ მედიას „ანეკდოტი“ უწოდა
ამერიკის 45-ე პრეზიენტმა დონალდ ტრამპმა CNN და The New York Times ცრუ ინფორმაცის გავრცელებაში კვლავ დაადანაშაულა.
როგორც ამერიკის ლიდერმა Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა New York Times და CNN ანეკდოტს დაემსგავსნენ.
„ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი მედია, სიმართლეს შეგნებულად არ ამბობს. ჩვენი ქვეყნისთვის დიდი საშიშროებაა. New York Times, რომელიც შეცდომებს უშვებს, ანეკდოტს დაემსგავსა. ისევე როგორც CNN. სამწუხაროა!“,-დაწერა ტრამპმა.
გუშინ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე რიგი მედიასაშუალების წარმომადგენელი არ დაუშვეს, რომელთა რიცხვში მოხვდა CNN, The New York Times, Los Angeles Times და Politico.
Associated Press-სა და Time-ის ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად ბრიფინგს არ დაესწრნენ.
18 თებერვალს კი, დონალდ ტრამპმა ტელეარხები NBC, ABC, CBS, CNN და გაზეთი The New York Times ამერიკელი ხალხის მტრებად დაასახელა.
11 იანვარს პრესკონფერენციის დროს ტრამპმა CNN-ის კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეარხი „საშინელ ორგანიზაციად“ დაასახელა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

