მსოფლიო
დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო სიტუაცია კიდევ ერთი წლით გაახანგძლივა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გაახანგძლივა. როგორც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება განმარტებულია არსებული ტერორისტული საფრთხეებით.
„რაკი ტერორისტული საფრთხე ნარჩუნდება, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც 2001 წლის 14 სექტემბერს გამოცხადდა და ხელისუფლების უფლებამოსილებები, რომლებიც იყო შემოღებული საგანგებო სიტუაციის დასაძლევად, უნდა გაგრძელდეს 2018 წლის 14 სექტემბრის შემდეგ“, - წერია განცხადებაში.
პრეზიდენტის განცხადება გამოქვეყნდება ფედერალურ რეესტრში და შემდგომში კონგრესს გადაეცემა.
ცნობისთვის, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში ტერორისტული თავდასხმების სერია განხორციელდა, რომელიც ისლამისტურმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ მიერ იყო მოწყობილი. თავდასხმების შედეგად 2.996 ადამიანი დაიღუპა, 6000-ზე მეტი კი დაშავდა.
17 წლის წინ 4-მა ტერორისტულა ჯგუფმა 4 სამგზავრო თვითმფრინავი ჩაიგდო ხელში, აქედან 2 დაეჯახა ნიუ-იორკში მდებარე საერთაშორისო სავაჭრო ცეტრის ჩრდილოეთ და სამხრეთ ცათამბჯენებს. შენობების შიგნით ხანძარი გაჩნდა და შემდგომ ისინი ჩამოინგრა.
მესამე თვითმფრინავი პენტაგონისკენ მიფრინავდა, რამაც გამოიწვია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სათაო ოფისის დასავლეთ ნაწილის დაზიანება.
მეოთხე თვითმფრინავის მგზავრებმა და ეკიპაჟმა მას შემდეგ, რაც მათ გაიგეს წინა სამი ლაინერის ბედის შესახებ, თავს დაესხნენ ტერორისტებს. ამას მოჰყვა თვითმფრინავის ჩამოვარდნა უკაცრიელ მინდორზე პენსილვანიის შტატის ქალაქ შენქსვილთან.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

