მსოფლიო
დონალდ ტრამპმა აცხადებს ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება გასცა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება გასცა.
„ჩვენ ასე მოქცევა გვმართებდა. უბრალოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. გაისმა მუქარა და ვფიქრობთ, რომ ეს არაკორექტული იყო. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ამას ვაკეთებ ჩვენი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. გაისმა მუქარა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, ხოლო ჩვენ ჩვენს ხალხს დავიცავთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 28 ივლისს გამოაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად დადგენილ 50-დღიან ვადას ამცირებს. დიმიტრი მედვედევმა ამ განცხადების პასუხად თეთრი სახლის ხელმძღვანელს მოუწოდა, ახსოვდეს, რომ რუსეთი ისრაელი არ არის და ყოველი ახალი ულტიმატუმი ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამასთან, ტრამპმა მედვედევი გააფრთხილა, რომ ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის.
როგორც ცნობილია, აშშ-ს ჰყავს ატომური შესაძლებლობებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები, რომლებიც მტრის წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა განკუთვნილი, ასევე ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ ბირთვული რაკეტების გაშვება. პენტაგონი ასეთი ხომალდების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავს.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

