მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამას მიერ კუბასთან დადებული შეთანხმებების ნაწილი გააუქმა
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მისი წინამორბედის, ბარაქ ობამას ადმინისტრაციის მიერ კუბასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული რამდენიმე პუნქტი გააუქმა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ კუბასთვის დაწესებულ სანქციებს არ მოუხსნის იქამდე, ვიდრე ხელისფლება პოლიტპატმრებს არ გაათავისუფლებს და „თვითგამოხატულების უფლების პატივისცემას არ ისწავლის“,-წერს BBC.
ტრამპმა პირობა დადო, რომ შეამცირებს ფინანსურ ნაკადს, რომელიც ამერიკიდან კუბაში მიდის, რადგან, მისი თქმით, თანხა სამხედროების გაძლიერებისთვის იხარჯება.
ასევე, აკრძალული იქნება კუბაში ინდივიდუალური და ტურისტული მოგზაურობები, თუმცა საზღვაო კრუიზები დაშვებული იქნება.
ამასთან, ტრამპის თქმით, ჰავანაში ამერიკის საელჩო არ დაიხურება, კუნძულზე კომერციული ფრენებიც შენარჩუნდება.
ამერიკის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ჰავანასა და ვაშინგტონს შორის გაცილებით მომგებიან შეთანხმებას გააფორმებს.
2014 წელს ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ კუბასთნ ურთიერთობის ნორმალიზების კურსი აიღი, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა 1961 წელს გაწყდა.
2015 წლის იანვარში, ობამამ მოუწოდა კონგრესს, რომ კუბას სავაჭრო-ეკონომიკური ემბარგო მთლიანად მოუხსნას. იმავე წლის აგვისტოში კი, ჰავანაში ამერიკის საელჩო გაიხსნა.
გასული წლის მარტში კი, ობამა თავად ეწვია კუბას.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

