მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეისგან მიმდინარე „ექსტრაორდინალურ საფრთხეზე“ ილაპარაკა, თუმცა 10 დღის წინ საპირისპიროს ამტკიცებდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაახლა სანქციები ჩრდილოეთ კორეის მიმართ. მისი თქმით, ფხენიანი კვლავ „ექსტრაორდინარულ საფრთხეს“ წარმოადგენს, თუმცა 10 დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა „ბირთვულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს“.
ამას წინ უძღოდა ვაშინგტონისა და სამხრეთ კორეის გადაწყვეტილება საერთო წვრთნების გაუქმების შესახებ. პენტაგონის განმარტებით, ეს მიმართულია დიპლომატიური მოლაპარაკებების მხარდასაჭერად.
მანამდე, ამ კვირაში აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ასევე გადაიფიქრეს აგვისტოსთვის დაგეგმილი მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებაც.
ტრამპი დაპირდა, დაასრულოს ყოველწლიური „ომობანას თამაში“ მოკავშირეებს შორის. 12 ივნისს კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე ტრამპმა სამხედრო წვრთნები „პროვოკაციული“ და „ძვირი“ უწოდა. ბევრისთვის ეს განცხადება შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან ადრე ვაშინგტონი აცხადებდა, რომ წვრთნები სუფთა თავდაცვით ხასიათს ატარებდა.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

