მსოფლიო
დონალდ ტრამპმა და ემანიელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის საკითხი განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება.
„ორმა ლიდერმა განიხილეს სირიაში შექმნილი ვითარება, მათ შორის, აშშ-ისა და საფრანგეთის მზადყოფნა, გაანადგურონ „ისლამური სახელმწიფო“, ასევე სირიიდან აშშ-ის ჯარების მტკიცე, მიზანმიმართული და კოორდინირებული გაყვანის გეგმები“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ნებისმიერი ახალი ფაქტი დაუშვებელია.
აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის განკარგულება დეკემბერში გასცა.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

