მსოფლიო
დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მისი ვაჟი კრემლთან დაკავშირებულ რუს იურისტს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ 2016 წლის ივნისში, მისი ვაჟი, დონალდ ტრამპი-უმცროსი „ოპონეტზე ინფორმაციის მისაღებად“ კრემლთან დაკავშირებულ რუს იურისტს, ნატალია ვესელნიცკაიას ტრამპ ტაუერში შეხვდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს კანონიერი იყო.
„ყალბი მედია სრულ სიცრუეს ავრცელებს, რომ მე შეწუხებული ვარ ჩემი შესანიშნავი შვილის, დონალდის შეხვედრით, რომელიც შედგა ტრამპ ტაუერსში.
ეს იყო შეხვედრა ოპონენტზე ინფორმაციის მისაღებად, აბსოლუტურად კანონიერი და ასე სულ ხდება პოლიტიკაში“, - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა რამე სახის შეთქმულება გამორიცხა.
ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიმდინარე გამოძიებას „ისტორიაში უდიდეს პოლიტიკურ ალქაჯებზე ნადირობა“ უწოდა.
მას შემდეგ, რაც New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია დონალდ ტრამპ-უმცროსისა და ვესელნიცკაიას შეხვედრის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა განაცხადა, რომ ისინი ძირითადად განიხილავდნენ ამერიკელების მიერ რუსი ბავშვების შვილად აყვანის პროგრამას.
შემდგომში დონალდ ტრამპ-უმცროსმა აღიარა, რომ დათანხმდა შეხვედრას მას შემდეგ, რაც მას აუწყეს, რომ მიაწოდებდნენ ინფორმაციას, რომელიც დააზარალებდა მამამისის საპრეზიდენტო ოპონენტ ჰილარი კლინტონს.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

