მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ფლორიდის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ადამიანები მოინახულა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ქვეყნის პირველმა ლედიმ, მელანიამ ტრამპმა ფლორიდას საავადმყოფოში ქალაქ პარკლენდის საშუალო სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაზარალებულები მოინახულეს.
პრეზიდენტი ფლორიდაში პარასკევს ჩავიდა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი რამე შეიძლება მოხდეს. თუმცა ექიმების, ექთნების, საავადმყოფოს, პირველადი დახმარების, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული სამუშაო იყო ნამდვილად შესანიშნავი“, -უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს საავადმყოფო Broward Health North-ში სტუმრობისას.
თუმცა კითხვა, უნდა შეიცვალოს თუ არა კანონი იარაღთან დაკავშირებით ტრამპმა უპასუხოდ დატოვა.
15 თებერვალს აშშ-ის შტატ ფლორიდაში, ქალაქ პარკლენდის საშუალო სკოლაში 19 წლის ნიკოლას კრუზმა ცეცხლი გახსნა და 17 ადამიანი ჩაცხრილა. პოლიციამ ის იმავე დღეს დააპატიმრა.
კრუზი ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო, რომელიც დისციპლინასთან დაკავშირებული მიზეზების გამო გარიცხეს.
ოლქის შერიფ სკოტ ისრაელის ინფორმაციით, სკოლაში შესვლამდე კრუზმა შენობის გარეთ 3 ადამიანი მოკლა, უკვე სასწავლებელში - 12, დანარჩენი 2 საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

