უკან

მსოფლიო

23 მაისი, 2018 12:50
font-size

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის გადადება არ გამორიცხა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შემდეგი თვისთვის დაგეგმილი შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან, შესაძლოა, არ შედგეს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ფხენიანმა უნდა მიიღოს მოლაპარაკებების პირობები, თუმცა თუ ეს არ მოხდება, შეხვედრა შესაძლოა, „მოგვიანებით“ შედგეს. აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რა პირობები დაუყენა ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეას, თუმცა აღნიშნა, რომ „დენუკლერიზაცია უნდა მოხდეს“.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინის პოზიცია ჩინეთში განხორციელებული მეორე ვიზიტის შემდეგ შეიცვალა.

ცნობისთვის, ოფიციალურმა ფხენიანმა მას შემდეგ დაიწყო საუბარი 12 ივნისისთვის დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლაზე, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა დენუკლერიზაციის პროცესში „ლიბიურ მოდელს“ მიჰყვეს.

2003 წელს ლიბიის მაშინდელი პრეზიდენტი მუამარ კადაფი დასავლეთს ბირთვული პროგრამის გაუქმებას დათანხმდა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. 8 წლის შემდეგ პროდასავლურმა მეამბოხეებმა კადაფი მოკლეს.

ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივმა სამხედრო სწავლებამ სახელწოდებით „Max Thunder“. ამის გამო ფხენიანმა კიმ ჩენ ინისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის შეხვედრა გააუქმა, რომელიც 16 მაისს უნდა შემდგარიყო. კითხვის ნიშნის ქვეშაა, შედგება თუ არა სინგაპურში 12 ივნისისთვის დაგეგმილი მოლაპარაკება კიმ ჩენ ინსა და მის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შორის.

აშშ-სა და სამხრეთ კორეის საერთო სწავლების გამო კიმ ჩენ ინმა ბოლო 2 წლის განმავლობაში პიურველად მოიწვია სამხედრო კომისია.

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ