მსოფლიო
დონალდ ტრამპმა მექსიკასთან კედლის აშენებას მოაწერა ხელი
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკასთან კედლის აშენებას მოაწერა ხელი.
ტრამპმა ორ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკასა და სასაზღვრე კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს.
ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროში გამოსვლის დროს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ნაცია, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია, ნაცია არ არის“.
„დღეიდან დაწყებული, ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარ საზღვრებზე კონტროლი უბრუნდება. ორ ბრძანებას მოვაწერე ხელი, რომლებიც ათასობით სიცოცხლეს გადაარჩენს, მილიონობით სამუშაო ადგილს გააჩენს და მილიარდებს, მილიარდ დოლარს დაზოგავს“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საზღვარზე ბარიერის მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება.
„კედელი უკიდურესად მნიშვნელოვანია“,-დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.
ტრამპის ბრძანებას თანხმობა კონგრესმა უნდა გამოუცხადოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი, ასევე აპირებს გადახედოს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკითხვის მეთოდსა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის საზღვარგარეთ საიდუმლო ციხეების აღდგენის პერსპექტივას.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში, ტრამპი ამერიკაში მიგრანტების შესვლაზე დროებით შეზღუდვას დააწესებს. გეგმავს სირიის, იემენის, ერაყისა და ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებასაც.
„რასაც ვაკეთებ - შეერთებული შტატების სასიკეთოდაა“,-აღნიშნავს ტრამპი.
3,2 ათას კილომეტრიანი კედლის მშენებლობის იდეას „არალეგალური მიგრაციის შეჩერების მიზნით“, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ავითარდებდა.
მისი შეფასებით, მექსიკის გასწვრივ კედლის მშენებლობა 12 მილიარდი დოლარი დაჯდება. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ციფრი ძალიან შემცირებულია.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

