უკან

მსოფლიო

21 იანვარი, 2017 12:10
font-size

დონალდ ტრამპმა პირველივე ბრძანებით „ობამაქეას“ რეალიზაცია შეასუსტა

ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინაუგურაციის შემდეგ, პირველ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელშიც ფედერალურ ხელისუფლებას დაავალა, შეასუსტონ ჯანდაცვის მასშტაბური რეფორმა, რომელიც ბარაქ ობამას მიერ იყო შემოღებული.

მედიის ინფორმაციით, ტრამპმა ბრძანებას ხელი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოაწერა. პროცესს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რაინს პრიბუსი ესწრებოდნენ.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ბრძანება მიმართულია „ეკონომიკური ტვირთის მინიმიზაციისკენ“, რომელიც, მისი თქმით, 2010 წლის გადაწყვეტილებით „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის ფარგლებში“ იქნა შემოღებული.

ცნობისთვის: ჯანდაცვის რეფორმა 44-ე პრეზიდენტის ბარაქ ობამას მიერ იყო შემუშავებული.

ქვეყანაში სამედიცინო რეფორმა ბოლოს 1960 წლებში გატარდა, მაშინდელი პრეზიდენტის ლინდონ ბეინს ჯონსის მიერ. 60-ან წლებში შეიქმნა სახელმწიფო პროგრამები Madicare და Madicaid.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამერიკაში ჯანდაცვაზე ხარჯი არაპროპორციულად გაიზარდა, ამასთან, მომსახურების გაუმჯობესება ამას არ გამოუწვევია. ადამიანის დაზღვევის ხარჯი ორჯერ გაიზარდა. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი დაუზღვეველი რჩებოდა და მათი რიცხვი მატულობდა.

Medicare-სა და Medicaid-ის ღირებულების ზრდა,ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

ბარაქ ობამამ კი ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი პროგრამა წარადგინა, რომელიც 50 მილიონი დაუზღვეველ ადამიანს მოიცავდა, ასევე, არსებული პოლისებით სარგებლობის გაუმჯობესებას.
ამერიკის კონგრესმა 2010 წლის 21 მარტს ჯანდაცვის რეფორმა დაამტკიცა, რომელსაც „Obamacare” ეწოდა.

პროგრამა 10 წელზე იყო გათვლილი და ამერიკის ბიუჯეტს 940 მილიარდ დოლარი დაუჯდებოდა. რეფორმის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ რეფორმის ხანგრძლივობა პაციენტებს, ბაზრის მონაწილეებს მასთან ადაპტირების შესაძლებლობას მისცემდა.

თუმცა რეფორმის მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ, რომ რეფორმა ადამიანს არჩევანის თავისუფლებას ართმევს, ზრდის ხარჯს და გადასახადებს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი აღნიშული კანონის წინააღმდეგ გამოდიოდა და პირობას დებდა, რომ მას გააუქმებდა და სხვა აქტით ჩაანაცვლებდა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი