მსოფლიო
დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, გადაიფიქროს და კიმ ჩენს ინს შეხვდეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან, შესაძლოა, გადაიფიქროს და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს მაინც შეხვდეს. როგორც ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, შეხვედრის აღდგენასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპრაკებები მიმდინარეობს.
„ჩვენ ძალიან პროდუქტიულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩრდილოეთ კორეასთან შეხვედრის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება მოხდეს, სავარაუდოდ, სინგაპურში, როგორც ადრე გამოცხადდა იმავე დღეს, 12 ივნისს. თუ საჭირო გახდება, სამიტის დრო გადაიწევა“, -დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.
24 მაისს ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა მოლაპარაკებები გააუქმა და შესაბამისი წერილი კიმ ჩენ ინს გაუგზავნა. აშშ-ის პრეზიდენტმა ფხენიანი „ღია მტრობაში“ დაადანაშაულა.
ცნობისთვის, სინგაპურში 12 ივნისისთვის დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლაზე ფხენიანმა დაიწყო საუბარი მას შემდეგ, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა დენუკლერიზაციის პროცესში „ლიბიურ მოდელს“ უნდა მიჰყვეს.
2003 წელს ლიბიის მაშინდელი პრეზიდენტი მუამარ კადაფი დასავლეთს ბირთვული პროგრამის გაუქმებას დათანხმდა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. 8 წლის შემდეგ პროდასავლურმა მეამბოხეებმა კადაფი მოკლეს.
ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილება ასევე გამოიწვია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივმა სამხედრო სწავლებამ სახელწოდებით „Max Thunder“. ამის გამო ფხენიანმა კიმ ჩენ ინისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის შეხვედრა გააუქმა, რომელიც 16 მაისს უნდა შემდგარიყო.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

