უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

27 აგვისტო, 2018 11:53
font-size

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციას ჯონ მაკკეინზე პრესრელიზის გამოქვეყნება აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აუკრძალა თეთრ სახლს, გამოექვეყნებინა პრესრელიზი, სადაც იქნებოდა ჩამოთვლილი გარდაცვლილი სენატორის, ჯონ მაკკეინის მიღწევები. ამის შესახებ The Washington Post-ი თეთრი სახლის ყოფილ და ამჟამინდელ თანამშრომლებზე დაყრდნობით იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წინასწარ მოამზადა განცხადება მაკკეინზე, რომელშიც ის „გმირადაა“ შერაცხული, ასევე აღნიშნულია მისი მონაწილეობა ვიეტნამის ომსა და მუშაობა სენატში. მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ პრესრელიზი დაარედაქტირეს და ტრამპს მიაწოდეს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა მისი გამოქვეყნება აკრძალა.

ამის მაგივრად ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე მოკლე პოსტი დაწერა, სადაც მწუხარება გამოხატა ამერიკელი პოლიტიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„ჩემი ღრმა მწუხარება და პატივისცემა სენატორ ჯონ მაკეინის ოჯახს. ჩვენი გულები და ლოცვა თქვენთანაა!“, -დაწერა ტრამპმა.

მაკკეინი ორი დღის წინ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა მერილენდის ქალაქ ანაპოლისში გაიმართაება. დაკრძალვაზე დონალდ ტრამპი არ დაუპატიჟებიათ.

თვითონ მაკკეინი ბოლო თვეებში ხშირად აკრიტიკებდა ტრაპმს და აცხადებდა, რომ არ სურდა მისი ხილვა თავის დაკრძალვაზე.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo