მსოფლიო
დონლად ტრამპი-ირანის პრეზიდენტზე: ფრთხილად იყოს
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის მოუწოდებს, ფრთხილად იყოს.
ასეთი კომენტარი გააკეთა ამერიკის ლიდერმა, ირანის პრეზიდენტის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, „ის, ვინც ისლამური რესპუბლიკის მიმართ მუქარის ენას გამოიყენებს, ინანებს“.
დონალდ ტრამპმა კი საპასუხოდ თქვა, რომ ჰასან როუჰანი „ფრთხილად იყოს“.
ჰასან როუჰანიმ შესაბამისი შინაარსის განცხადება ირანში გააკეთა, როდესაც ხალხის წინაშე მიტინგზე გამოდიოდა.
ირანში ამ დღეებში 1979 წლის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 38-ე წლისთავს აღნიშნავენ.
„ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში ახლახან მოვიდა, კერძოდ, აშშ-ში, უნდა გაითავისოს, რომ ირანს პატივისცემის ენით უნდა ესაუბრო. ის, ვინც ისლამური რესპუბლიკის მიმართ, მუქარის ენას გამოიყენებს, ინანებს. ირანელი ხალხი ნებისმიერ მუქარას გაბედულ პასუხს გასცემს. ის, ვინც ამგვარი დაშინებებით, ირანის შეიარაღებული ძალების მიმართ გამოდის, უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხალხი ერთიანია და მტკიცედ უპასუხებს ყველა გამოწვევას, მათ შორის ომის გაჩაღების პოლიტიკასაც“,-განცხადა როუჰანიმ და დასძინა, რომ „ირანი არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევს რევოლუციის გზიდან. დღეს, მსოფლიომ აღიარა ჩვენი უფლება, გამოვიყენოთ ატომი მშვიდობიანი მიზნით“,-აღნიშნა ირანის პრეზიდენმტმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

