უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 ივნისი, 2018 14:20
font-size

ძალიან ბევრნი იყვნენ, ვფიქრობ, 20-მდე მაინც, ხელჩართული ომი იყო - ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ოცამდე მოზარდი იქნებოდა, ხელჩართული ომი იყო, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს გამოკითხავენ.

მისი თქმით, თვითმხილველებს ახალგაზრდების დამშვიდება სურდათ, თუმცა ეს შეუძლებელი იყო.

„ძალიან ბევრნი იყვნენ, ვფიქრობ, 20-მდე მაინც. ხელჩართული ომი იყო. ჩვენ, მეზობლებს რაც შეგვეძლო, გვინდოდა, ეს ბავშვები ატაცებული მდგომარეობიდან გამოგვეყვანა, რაც შეუძლებელი იყო. თითქოს, არაფერი ახსოვდათ, ისეთი ჩხუბი იყო“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

მისივე თქმით, ძირითადად ტრაგედიის შემდგომ წამებში განვითარებული მოვლენები დაინახა.

„იქ იყო ხელჩართული, ერთიანი, დიდი, დაუნდობელი შეხლა-შემოხლა. შემდეგ ჩვენი აივნიდან ამ ბავშვების დაშოშმინება დავიწყე, რაც ვერ შევძელი. შემდეგ პოლიციაში რეკვა დავიწყე, რომელიც საკმაოდ გაჭირდა. ისევ რომ გამოვედი, უკვე დადუნაშვილს შევესწარი, როგორ ბარბაცებდა. მერე უკვე სასწრაფოზე გადავერთეთ, რომ ექიმებს მოსვლა შეძლებოდათ. უკვე იქ საცობი იყო, ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებდა“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

მისი თქმით, გამოძიებას ის აქამდე არ გამოუკითხავს და პირველად დღეს კომისიის სხდომაზე გამოკითხავენ.

„დეტალების თაობაზე რაც ვიცით, გამოძიებას მოვუყვებით. მე არ ვიცი, ეს არსებითია, თუ არაარსებითი, მაგრამ საჭიროა, ყველამ, ვინც იქ ესწრებოდა და იმ ვითარებაში შორი ახლოს მაინც იყო, ისაუბროს მომხდარზე. როგორც ჩანს, ძალიან რთული საქმეა, ამიტომ თითოეული მათგანის აზრის გათვალისწინება და შთაბეჭდილებისა თუ ფაქტების მოყოლა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.