უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

26 აგვისტო, 2019 13:00
font-size

ეკატერინე ტიკარაძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო, მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს წლების განმავლობაში აწუხებთ.

„ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, აქაური მოსახლეობისთვის იყო ავარიული საბავშვო ბაღი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, სადაც მალე 120-მდე აღსაზრდელი შეძლებს სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მიღებას. ამას გარდა რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლსაც. კულტურის სახლისა და სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაცია პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW) და ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მშენებლობა-რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებზე, ძირითადად, ადგილობრივი დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესარიონ სიმონიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხონის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ესწრებოდნენ.

კოორდინირებულად და აქტიურად ვმუშაობთ, რათა ქვეყანაში დავნერგოთ ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტები - მიხეილ გოგოლიძე

11 დეკემბერი, 2025 , 13:33

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ იმერეთში არსებული ნაგავსაყრელები დაათვალიერა. კომპანიის დირექტორი ობიექტების ოპერირების პროცესს გაეცნო და ადგილობრივი თანამშრომლებისგან დეტალური

მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების ახალი რეგულაციები სრულად შეესატყვისებოდეს კერძო სექტორის მოლოდინებსაც - მარიამ ქვრივიშვილი

9 დეკემბერი, 2025 , 14:02

„მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი სრულად შეესატყვისებოდეს კერძო სექტორის მოლოდინებსაც. დღეს შეიძლება

დარწმუნებულები ვართ, წლიდან წლამდე ხელშესახებად დავინახავთ, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით როგორ გაუმჯობესდება ჩვენი ქვეყნის რეგიონების და თითოეული ქალაქის იერსახე - მარიამ ქვრივიშვილი

9 დეკემბერი, 2025 , 13:56

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების რეგულაციის შესახებ და  დარწმუნებულები ვართ, წლიდან წლამდე ხელშესახებად დავინახავთ, პრემიერ-მინისტრის

საქართველოს ყველა რეგიონისთვის გვექნება ცალკეული პროექტი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები, რომლებიც შესატყვისობაში იქნება მათ ისტორიასთან, განაშენიანებასა და სწორ დაგეგმარებასთან - მარიამ ქვრივიშვილი

9 დეკემბერი, 2025 , 13:51

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი კერძო სექტორს წარუდგინა. როგ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა

9 დეკემბერი, 2025 , 11:59

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა და კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის

კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

8 დეკემბერი, 2025 , 19:04

საქართველოს ბანკი ქვეყანაში აგრო სექტორის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორ