მსოფლიო
ელჩის მკვლელობაზე პასუხი იქნება ტერორიზმთან ბრძოლის გაღრმავება - ვლადიმირ პუტინი
ანკარაში, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს.
შემთხვევა გვიან ღამით იმ დროს მოხდა, როდესაც ელჩი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ფოტოგამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოდიოდა.
22 წლის თავდამსხმელი, მევლუთ მერთ ალტინტასი, თურქეთის პოლიციის თანამშრომელი იყო.
თურქული პოლიციის ინფორმაციით, ალტინტასს იარაღი ჰქონდა, იგი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ 22 წლის თავმდამსხმელი ელჩს უკნიდან რამდენიმე ტყვია ესროლა. ამის შემდეგ მან გამოფენაზე მყოფ სხვა ადამიანებს პისტოლეტი დაუმიზნა და ყვირილი დაიწყო „ალაჰ აქბარ, თქვენ სირიაში მშვიდობიან ადამიანებს კლავთ და ეს არ გაგივათ. არ დაგავიწყდეთ სირია, არ დაგავიწყდეთ ალეპო“.
საავადმყოფოში მიყვანისთანავე, ანდრეი კარლოვი გარდაიცვალა.
თავდამსხმელი კი, ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
რუსეთის პრეზიდენტმა მომხდართან დაკავშირებით გვიან ღამით, საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან სერგეი ნარიშკინთან და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელთან ალექსანდრე ბორტნიკოვთან შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადა, რომ „მომხდარი ცალსახა პროვოკაციაა, რომელიც მიმართულია რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზების შეფერხებისკენ, ასევე სირიაში მშვიდობიანი პროცესის ჩაშლისკენ, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს თურქეთის, რუსეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც სირიის კონფლიქტის დარეგულირებაში არიან დაინტერესებული“,-აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, თუქრეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაზე „პასუხი იქნება ტერორიზმთან ბრძოლის გაღრმავება, ბანდიტები ამას საკუთარ თავზე იგრძნობენ“.
მომხდარს თუქრეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც გამიეხმაურა და განაცხადა, რომ ანდრეი კარლოვის მკვლელობა ორმხრივი ურთიერთობის ჩაშლის პროვოკაციაა.
„თურქეთი და რუსეთი ერთობლივ საგამოძიებო კომისიას შექმნიან, რომ მომხდარის გამოძიება შევძლოთ“,-აღნიშნა თურქეთის ლიდერმა, ადგილობრივი ტელეარხის პიდაპირ ეთერში.
ცნობისთვის, ანდრეი კარლოვი 1954 წლის 4 თებერვალს დაიბადა. იგი 1976 წლიდან დიპლომატიურ სამსახურში იმყოფება. წლების განმავლობაში იგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
2001-2006 წელბში ანდრეი კარლოვი კორეაში რუსეთის ელჩი იყო.
2013 წლის 12 ივლისიდან კი, თურქეთში რუსეთის ელჩის თანამდეობას იკავებდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

