უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ივლისი, 2017 12:55
font-size

„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელმა ხელისუფლება მამუკა ხაზარაძის ლობირებაში დაადანაშაულა

„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ანზორ ქოქოლაძემ ხელისუფლება „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მფარველობაში დაადანაშაულა.

ქოქოლაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე ეხმარებოდა ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბიზნესის, ამ შემთხვევაში, „ელიტ ელექტრონიქსის“ დატერორებაში.

„პროკურატურაში წარდგენილია ყველა მტკიცებულება და დადასტურებული ფაქტები, თუ როგორ ატერორებდა ბიზნესს სააკაშვილის ხელისუფლება, რომელსაც „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმეში ჩართული ჰყავდა სახელმწიფო ხელისუფლების თითქმის ყველა შტო - ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, საგადასახადო სამსახური, ქალაქის მერი, პარლამენტი და სასამართლო. ჩვენ წინააღმდეგ დანაშაულებრივ სქემას ხელმძღვანელობდა ზურაბ ადეიშვილი, ხოლო აღასრულებდნენ დავით კეზერაშვილი და მამუკა ხაზარაძე, „თი-ბი-სი ბანკით“, - თქვა ქოქოლაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე, რომელიც სახალხო დამცველთან და ადვოკატებთან ერთად გამართა.

ბიზნესმენის თქმით, 2012 წელს დაწყებული გამოძიება ხელისუფლების გარკვეული წრეების ჩარევის გამო იწელება.

„მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ძიება 2012 წლიდან დაიწყო, დაზარალებულად ცნობა იწელება. ეს ფაქტი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლების გარკვეული წრეები ისევ აქტიურად მფარველობენ მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც მთავარი „ზონდერ ბიზნესმენის“ ფუნქცია შეასრულა კომპანია „ელიტ ელექტეონიქსის“ მითვისების სქემაში“, - განაცხადა ქოქოლაძემ.

შეგახსენებთ, 2008 წელს თიბისი ბანკმა კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“ 80 მილიონ ლარად შეაფასა, ხოლო 2010 წლის 7 მაისს 116 ათას ლარად შეისყიდა.

2010 წლის აგვისტოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი, ანზორ ქოქოლაძე დააკავა. მას ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლებაში. 2 წლის შემდეგ ის პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა სიაში მოხვდა. იმავე წლის დეკემბერში კი ბიზნესმენმა „თიბისი“ ბანკის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა პროკურატურაში.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი