მსოფლიო
ემანუელ მაკრონი პარიზში 29 მაისს ვლადიმირ პუტინს უმასპინძლებს
ვლადიმირ პუტინი საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს 29 მაისს პარიზში შეხვდება.
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი საფრანგეთში, ემანუელ მაკრონის მიწვევით ჩადის.
კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის კოორდინაციას, უკრაინასა და სირიაში კრიზისების დარეგულირების საკითხს განიხილავენ.
გარდა ამისა, განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.
ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის პირველი სატელეფონო საუბარი 18 მაისს შედგა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

