უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

25 აპრილი, 2017 14:20
font-size

ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბზე იერიში გრუ-თან კავშირში მყოფმა ჰაკერებმა განახორციელეს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბზე კიბერ შეტევა განხორციელდა.

„თითების ციფრული ანაბეჭდი“ ანალოგიურია იმისა, რაც ამერიკისა და გერმანიის კანცლერის პარტიებზე თავდასხმის დროს გამოვლინდა. აღნიშნული ანაბეჭდების მქონე ჰაკერები, გრუ-თან არიან კავშირში.

ამის შესახებ Reuters წერს.

Trend Micro-ს ექსპერტმა ფაიკ ხაუკბორდმა განაცხადა, რომ მაკრონის შტაბზე თავდასხმა იმ დროს შეამჩნია, როდესაც კომპანიის საიტზე უსაფრთხოების სისტემის დაყენებას აპირებდა.

„თითების ციფრული ანაბეჭდი“ ანალოგიურია იმისა, რაც ვიხილეთ ანგელა მერკელის პარიტიაზე თავდასხმის დროს და ამერიკის დემოკრატიულ პარტიაზე თავდასხმის დროს“,-განაცხადა ექსპერტმა.

უსაფრთხოების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Pawn Storm-ის ჰაკერები ცნობილი არიან იმით, რომ მოპარულ დოკუმენტებს გარკვეულ დროის გასვლის შემდეგ აქვეყნებენ.

რუსეთმა მაკრონის შტაბზე თავდასხმასთან კავშირი უარყო.

კიბერ უსაფრთხოების იაპონური ორგანიზაცია ირწმუნება, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს განხორციელებული კიბერშეტევების ანალოგიური კამპანიის სამიზნე ამჯერად ემანუელ მაკრონის მოძრაობის En Marche !-ს საიტია. აპრილის თვეში ინტერნეტ ქსელში გამოჩნდა აღნიშნული საიტის ანალოგიური 4 საიტი, რომლის მიზანიც საიტის ვიზიტორების მონაცემების მოპოვება იყო.

ტრენდ მაიკროს წარმომადგენლები პირდაპირ არ საუბრობენ რუსეთის სპეცსამსახურებზე, თუმცა აღნიშნავენ, რომ ჰაკერების ხელწერა, თითქმის, იდენტურია. სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია მიაწოდეს მაკრონის შტაბს და საფრანგეთის დაზვერვას, მაგრამ ჰაკერების ქმედების შედეგი მათთვის უცნობია.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის კამპანიის დროს ემანუელ მაკრონის გუნდმა უკვე გამოხატა შეშფოთება და დაგმო ის ქმედებები, რომელიც რუსეთის მიერ სოციალურ ქსელში და საინფორმაციო სივრცეში ვრცელდებოდა. მათი თქმით რუსეთის ხელისუფლება თავისი დუმილით მხარდაჭერას უცხადებს შავი პიარის გამავრცელებენ ისეთ მედიასაშუალებებს, როგორიცაა Russia Today და SputnikNews-ი.

მონიკა დავლიანიძე

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo