უახლესი ამბები
- 16.01.2026 18:02საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 16.01.2026 15:37კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ
- 16.01.2026 15:28საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
- 16.01.2026 15:24პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი
საზოგადოება
„ემპათია“ ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ ჯანდაცვის სამინისტროს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრი „ემპათია“ გმობს პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს და მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სფეროს რეგულირების მხრივ ინიციატივა საბჭოთა მიდგომებთან დაბრუნებას გულისხმობს.
ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.
"24 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დაჩქარებული წესით ჩატარდა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/489/9; 16.06.2020) განხილვა.
ცვლილებების ინიციატორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ცენტრი „ემპათია“ გმობს ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს და მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სფეროს რეგულირების მხრივ აღნიშნული ცვლილებები საბჭოთა მიდგომებთან დაბრუნებას გულისხმობს.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ მიიღოს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, ვინაიდან იგი არღვევს დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს. ინიცირებული ცვლილებები ზღუდავს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების შესაძლებლობას, სააგენტოს ანიჭებს სასამართლო დავების გარეშე სამედიცინო დაწესებულებების დაჯარიმების უფლებას, ასევე გულისხმობს საჯარიმო სანქციების ზრდასა და ლიცენზირების პირობების შეცვლას.
მივიჩნევთ, რომ ამგვარი ცვლილებები შეიცავს პოლიტიკური ზეგავლენის, კორუფციისა და სადამსჯელო მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს გამოყენების მნიშვნელოვან რისკებს და წარმოადგენს საბჭოთა მმართველობის სისტემის გაგრძელებას.
ამავდროულად, ხასგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიული რეგულირების საკითხები დემოკრატიული მმართველობის ქვეყნებში რეგულირდება პროფესიული ასოციაციების მიერ, ხოლო სადავო საკითხები წყდება მხარეებს შორის სასამართლო დავებით. ამ მხრივ, საქართველოში 2012 წლიდან მოყოლებული რაიმე სახის რეფორმა არ განხორციელებულა. რეგულაციების სიმრავლემ და ცვლილებებმა შექმნა კორუფციული გარიგებებისა თუ პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროების საფრთხეები.
ხაზგასასმელია, რომ ცენტრ „ემპათია" სადამსჯელო მისიით 2019 წლის აგვისტოში თავს დაესხა რეგულირების სააგენტოს 3 თანამშრომელი, რომლებიც სრულიად უკანონოდ ითხოვდნენ ორგანიზაციის დაჯარიმებას. სასამართლო დავა ცენტრ „ემპათია“ - სთან 2020 წლის თებერვალში რეგულირების სააგენტომ წააგო, თუმცა, მიუხედავად მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა, ჯანდაცვის მინისტრს რეაგირება არ მოუხდენია. მეტიც, აღნიშნულმა უწყებამ წარმოადგინა სრულიად დაუსაბუთებელი საბჭოთა სტილის ცვლილებები, რომლებიც არც ერთ პროფესიულ ასოციაციასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილებები კავშირში არ არის პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვასთან. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მნიშვნელოვნად არღვევს პაციენტის თავისუფალი არჩევანის უფლებას",- ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
16 იანვარი, 2026 , 18:02
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
16 იანვარი, 2026 , 15:28
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
16 იანვარი, 2026 , 14:00
2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი
16 იანვარი, 2026 , 12:01
ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია
16 იანვარი, 2026 , 09:11
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
15 იანვარი, 2026 , 16:33


