პოლიტიკა
ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა.
შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილეა და ყველა პროექტში, რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ განახორციელა, მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი.
„იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი. ასე რომ, მინისტრობის გამოცდილებაც აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი წარმატებით გაართმევს ამ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს თავს. მას აქვს გამოცდილება როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სექტორში, საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის. ვფიქრობ, რომ ილია იქნება ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კახა კალაძე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

