საზოგადოება
ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
როგორც გაბუნია განმარტავს, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რის გამოც იქმნება არაერთი პრობლემა, მათ შორის გადაუდებელი შემთხვევების დროს საავადმყოფოში ექიმის დროულად მისვლის.
„არის აუცილებელი პირობა, რომ დაწესებულებებს ჰყავდეს რიანიმატოლოგის გუნდი, ანესთეზიოლოგი, მიანგინეკოლოგი, ნეონატოლოგი და სხვა სპეციალისტები, გააჩნია რა დონის კლინიკაა. ჯერჯერობით შეზღუდული არ არის ის, თუ ერთ მეანს ან ერთ ანესთეზიოლოგს რამდენ ადგილას შეუძლია იმუშაოს და მივიღეთ როგორი სურათი? - ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს ადგილას. მეანი, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის და ვინც აუცილებლად უნდა იყოს გუნდში, როდესაც საუბარი გვაქვს მეორე და მესამე დონის კლინიკებზე, მუშაობს ასევე ორ, სამ, ოთხ ადგილას, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკადრო რესურსის დეფიციტი, ვიდრე სიჭარბე. ჩვენ გვაქვს ექთნების მწვავე დეფიციტი სისტემაში, ასევე ეს ექთნები გადანაწილებულები არიან არათანაბრად სხვადასხვა მცირე ზომის კლინიკაში.
იმის გამო, რომ ექიმის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე დროს მოითხოვს და შეიძლება დროულადაც ვერ მივიდეს გადაუდებელ შემთხვევებში დანიშნულების ადგილამდე, ასეთი რისკები სრულიად მოიხსნება, რადგან ექიმი იმუშავებს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, თავის დროს მოახმარს იქ და ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც“, - განმარტა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ შეიძლება ექიმს ორ კლინიკაში მუშაობის უფლება მიეცეს, მაგრამ „არა სამში, ოთხში, ხუთსა და ექვსში“.
დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 17:14
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12 დეკემბერი, 2025 , 16:35
მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard
12 დეკემბერი, 2025 , 12:30
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
11 დეკემბერი, 2025 , 19:03
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
11 დეკემბერი, 2025 , 16:41
ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო
11 დეკემბერი, 2025 , 16:32


