უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

31 აგვისტო, 2018 11:24
font-size

ერდოღანით ძალიან იმედგაცრუებული ვარ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის თავისი თურქი კოლეგით რეჯეფ თაიფ ერდოღანით ძალიან იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ტრამპმა Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

იმედგაცრუების მიზეზად დონალდ ტრამპმა ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის სიტუაცია დაასახელა, რომელიც თურქეთშია დაკავებული.

„ერდოღანით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თუმცა, ვნახოთ, თუ რა მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ამერიკელი პასტორის საქმეზე კომენტარის გაკეთებისას.

Bloomberg აღნიშნავს, რომ თავიდან დონალდ ტრამპს საერთოდ არ სურდა კომენტარის გაკეთება თურქეთთან დაძაბული ურთიერთობების საკითხზე. ტრამპის თქმით, „მისთვის ეს მტკივნეული საკითხია“.

ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთმა უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე, რომელიც გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი და რომლისთვისაც თურქეთის პროკურატურა 35 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

ცნობისთვის, პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც იზმირის რაიონში ცხოვრობდა, 2017 წელს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების ბრალდებით დააკავეს. ამა წლის 7 მაისს ენდრიუ ბრანსონი თურქული სასამართლოს წინაშე წარსდგა და უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები. 25 ივლისს მას შინაპატიმრობა მიესაჯა.

აშშ-ის ხელისუფლება თურქეთისგან ამერიკელი პასტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-მ სანქციები დაუწესა თურქეთის შს და იუსტიციის მინისტრებს.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo