არქივი
მსოფლიო
ერევანს ყარაბახის ირგვლის ტერიტორიის დაბრუნებას აიძუელბენ - სომეხი ისტორიკოსი
იმ შემთხვევაში თუ თურქეთ-რუსეთის ინტერესების თანხვედრა მოხდა, სომხეთს ყარაბაღის ტერიტორიის დაბრუნებას აიძულებენ.
ამის შესახებ სომეხმა ისტორიკოსმა გევორკ იაზიჩიანმა განაცხადა, - წერს Новости-Армения.
მისი თქმით, ინტერესები შეიძლება უკავშირდებოდეს აზერბაიჯანის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, ან იგივე ოდკბ-ში შესვლას, ან თუნდაც ნავთობს.
„იმ შემთხვევაში თუ „თურქული ნაკადი“-ს პროექტი განხორციელდა, რუსეთს თურქეთისგან გაცილებით მეტის მოლოდინი ექნება. ჩვენ კი, რუსეთს ვერაფერს შევთავაზებთ. რუსეთი ჩვენს ინტერესს უკვე არც ითვალისწინებს, ჩვენ მათთვის არაფერს წარმოვადგენთ“,-აღნიშნა ისტორიკოსმა.
მისი პროგნოზით, მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, სომხეთს ყარაბაღის ტერიტორიის დათმობა მოუწევს.
„პირველ რიგში, ყარაბაღის ტერიტორიების დათმობას გვაიძულებენ. ამის სანაცვლოდ რუსეთი, ალბათ, აზერბაიჯანისგან რაღაცას მიიღებს, მაგალითად, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლას“,-განაცხადა სომეხმა ისტორიკოსმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

