უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 მარტი, 2018 15:30
font-size

ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა - ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ბრალდებულის ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, ამ საქმის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მოწმემ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეცვალა.

საუბარია პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის შვილზე. იგი დახურულ სასამართლო პროცესზე ამ წუთებში იკითხება.

,,მიმდინარეობს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწმის დაკითხვა. ბრალდების მხარემ მოწმის პირდაპირი წესით დაკითხვა დაასრულა. ამის შემდეგ დაცვის მხარე დავიწყებთ მოწმის ჯვარედინი წესით დაკითხვას. ამ მოწმემ სასამართლოს მიაწოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, როგორ გაგრძელდა, როგორ დასრულდა. გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით მან არსებითად და აბსოლუტურად შეცვალა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. მან ისაუბრა ისეთ ფაქტებზე, რომლებიც ეწინაღმდეგება იმ ფაქტებს, რაზეც საუბარია გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში. ის არაერთხელ არის დაკითხული და ფაქტობრივად ყველა ჩვენებას ეწინააღმდეგება სასამართლოში მიცემული ჩვენება. დაცვის მხარის პოზიციით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება არასწორად არის ჩატარებული და საქმეზე არ არის ჭეშმარიტება დადგენილი’’,- განაცხადა კაკაბაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.