არქივი
პოლიტიკა
ერთი მხრიდან ვხედავთ აყვავებულ თბილისს, ხოლო მეორე მხარეს - ცრემლსა და ადამიანის უფლებების დარღვევას - პეტრო პოროშენკო საოკუპაციო ხაზთან
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თავის ქართველ კოლეგასთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, სადაც საოკუპაციო ძალებმა მავთუხლართები აღმართეს.
პეტრო პოროშენკოს თქმით, საოკუპაციო ხაზთან მისვლით ის მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ეს არ არის ოკუპაციის ხაზი და გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. მოქალაქის თვალებს შეხედეთ, ეს რუსეთის აგრესიიის შედეგია. ერთი მხრიდან ვხედავთ აყვავებულ თბილისს, სასტუმროებს, კურორტებს, ბედნიერ ხალხს, ინვესტორებს, ეკონომიკურ სვლას, უვიზო მიმოსვლასა და ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ხოლო მეორე მხარეს ვხედავთ ცრემლს, ადამიანის უფლებების დარღვევას და მათ არ აქვთ სამედიცინო დახმარების უფლება.
ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა, რომ როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, ვიქნები არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ აქ ვარ, რათა ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება რუსეთის აგრესიას, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით უნდა ებრძოლო.
„ჩვენ საერთო აგრესორი გვყავს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. მსგავსი სიტუაციაა უკრაინაშიცა და საქართველოშიც. ამ ტერიტორიებზე არის უიმედობა, ჰუმანიტარული კატასტროფა და ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ? - ეს არის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზა. საქართველოსა და უკრაინის მიმართ მთელი მსოფლიოს სოლიდარობა ჩანს. რუსეთი იზოლაციაშია“, - აღნიშნა პოროშენკომ.
პეტრო პოროშენკო უკრაინის დელეგაციასთან ერთად საქართველოში 17 ივლისს ჩამოვიდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

