უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მარტი, 2020 15:40
font-size

ერთხელ და სამუდამოდ დავაფასოთ მომსახურების სფეროში დასაქმებული პირების თავდაუზოგავი შრომა - ბექა ნაცვლიშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი განცხადებას ავრცელებს.

"დროა ქვეყანამ გადახედოს პრიორიტეტებს და ერთხელ და სამუდამოდ მომსახურების სფეროში დასაქმებული პირების თავდაუზოგავი შრომა დავაფასოთ, რასაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც პანდემიამ გვასწავლა, მომსახურების სექტორში დასაქმებული ადამიანების შრომის დაფასებაა. ესენი არიან ჯანდაცვის, ტრანსპორტის, საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ადამიანები. ისინი, ვინც კრიზისის დროს ემსახურებიან ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად. სწორედ, მათი წყალობით ვართ საკვებით, სამედიცინო საშუალებებით და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფილი. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ ადამიანებს რომელთა მხრებზეც გადადის ეს ურთულესი პერიოდი აქვთ ყველაზე დაბალი ხელფასი, ყველაზე გრძელი სამუშაო საათები და ყველაზე არამდგრადი შრომის პირობები. მათი პრობლემების დიაპაზონი ძალიან ვრცელია - შეუსაბამოდ ცოტა ექთანსა და სანიტარს უწევს შეუსაბამოდ დიდი რაოდენობის პაციენტზე ზრუნვა, დანაკლისის ანაზღაურებას ხშირად მარკეტებში დასაქმებულ კონსულტანტებს და მოლარეებს აკისრებენ, ეს მაშინ როცა თითქმის არ ხდება ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურებაც კი. მიუხედავად ამ პროფესიებს შორის დიდი სხვაობისა, ჯანდაცვისა და საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ადამიანები თითქმის იდენტურ ხელფასს იღებენ. ეს არის 300-500 ლარი, მაშინ როცა მათი სამუშაო დრო კვირაში 50-80 საათს შეადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანები იმ რეგულარულ პრობლემებს რასაც ისინი ყოველდღე აწყდებიან, პენდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდა.

"ეს რეგულარული პრობლემები, რასაც ისინი ყოველ დღე აწყდებიან, კიდევ უფრო გამწვავდა პანდემიის პერიოდში. მე დიდი ხანია ვთანამშრომლობ მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან. ჩვენ ერთად ვიბრძოდით და ვიბრძვით მინიმალური ხელფასისა და ღირსეული შრომის პირობებისთვის, რათა მოხდეს მათი შრომის საბაზისო პირობებითა და შესაბამისი ანაზღაურებით უზრუნველყოფა, როგორც მანამდე, ისე პანდემიის დროს და მის შემდეგაც", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბექა ნაცვლიშილი მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს დაუღალავი შრომისთვის მადლობას უხდის და აღნიშინავს, რომ მათი შრომის ღირსეული პირობებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

"მე არა მხოლოდ მადლობა მინდა გადავუხადო მომსახურების სფეროში დასაქმებულებს, რომლებიც დაუღალავად ემსახურებიან ქვეყანას, მაშინ როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში რჩება, არამედ ვპირდები მათ, რომ კვლავ გავაგრძელებ ბრძოლას მათი შრომის ღირსეული პრობებისთვის. ჩვენ ამ ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ძალიან ვაფასებთ მათ შრომას და ეს უნდა გამოისახოს მათივე ანაზღაურებაში და არა ცარიელ სიტყვებში. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს პანდემიის დროს და მის შემდეგაც რომ დავანახოთ მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს რამდენად მნიშვნელოვანი მათი შრომა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის და მოახდინოს მათი შესაბამისი კომპენსიაცია. პანდემიის პერიოდში მთავრობამ უნდა აწარმოოს სისტემატური მონიტორინგი, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები სრულადაა დაცული დამსაქმებლების მიერ. პანდემიის დასრულების შემდეგ კი, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტს, რომ მხარი დაუჭიროს მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრას და ღამისა და ზეგანაკვეთური შრომის საათობრივი ანაზღაურების 1,5 ოდენობით გაზრდას, რაც დაეხმარებათ დასაქმებულებს მეტად დაცულად იგრძნონ თავი", - აღნიშნულია ნაცვლიშვილის განცხადებაში.

დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 17:14

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. „დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს და

წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12 დეკემბერი, 2025 , 16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12 დეკემბერი, 2025 , 12:30

SOLO-ს და Mastercard-ის ტრადიციად ქცეული საახალწლო კინოჩვენებები გრძელდება. 10 იანვარს, უყურეთ Disney-ს ლეგენდარულ ანიმაციურ ფილმს - „მეფე ლომს“, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი შესრულების თ

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

11 დეკემბერი, 2025 , 19:03

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმარ

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

11 დეკემბერი, 2025 , 16:41

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათ შორის, უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი ს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო

11 დეკემბერი, 2025 , 16:32

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშ