პოლიტიკა
ეს არის გარანტი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში -გიორგი კვირიკაშვილი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად და ჩვენი მტკიცე პარტნიორობის კიდევ უფრო მხარდასაჭერად, 30-მა კონგრესმენმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარდამჭერი წერილი გაუგზავნეს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე, სადაც ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი წერილი კიდვ ერთხელ შეაფასა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წერილში ხაზგასმულია ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობა, წარმატებები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის, ასევე დემოკრატიული განვითარების გზაზე.
„ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო მიუხედავად ოკუპაციის პრობლემებისა, არის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ანტიტერორისტული ოპერაციების. ასევე მხარდაჭერა არის გამოხატული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებისთვის, რაც ვფიქრობთ, რომ მისასალმებელია. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული კონგრესის მიერ. ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის კუთხით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-ის. გასული 25 წლის განმავლობაში ეს ასე იყო და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი 25 წლის განმავლობაშიც ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობა შევქმნათ. ეს არის გარანტი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე განწყობა არის სენატშიც და ერთი წუთით ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ ზუსტად ასეთი სულისკვეთება გააჩნია აშშ-ის პრეზიდენტს“,- განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

