პოლიტიკა
ეს არის გუნდი, რომელიც დამსახურებულად მოიპოვებს პარლამენტის ნდობას - მამუკა ბახტაძე
დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გუნდი, რომელიც დამსახურებულად მოიპოვებს პარლამენტის ნდობას, იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რომელმაც დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა.
მისი თქმით, აღნიშნული გუნდი დაამკვიდრებს თანამედროვე მართვის მაღალ სტანდარტს ქვეყანაში, რომელიც ნაკლებად ბიუროკრატიული, ეფექტიანი, მოქნილი და თანამდროვე მცირე მთავრობის კონცეფციაზე მორგებული იქნება.
ამასთან, პრემიერმა გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის შემადგენლობაში დღეს სამი ახალი სახე წარადგინა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად – მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად – გიორგი ქობულია და ფინანსთა მინისტრად – ივანე მაჭავარიანი. ამასთან მისი თქმით, დავით ზალკალიანი რჩება საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ინიშნება.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

