უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
ეს დიდი პოზიტივი საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ძალიან მალე აისახება - შოთა შალელაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს დიდი ისტორიული არჩევანისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევს.
"სიტყვებმა „ევროპასთან ვიზის ლიბერალიზაციამ“ უკვე კარგა ხანია, შეიძინა არსებითი მნიშვნელობა და ის ერთდროულად აღნიშნავს ჩვენს პოლიტიკურ ორიენტაციასაც, ერთგულებას ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული ღირებულებებისა და იმ მაღალი სტანდატისადმი, რომელსაც საქართველოს მთავრობა თავისი საქმიანობით აღწევს.
შეუძლებელია არ დაეთანხმო ქალბატონ მარია გაბრიელას, ევროპარლამენტის დეპუტატს, საქართველოს შესახებ მომხსენებელს, რომელმაც ამ მოვლენასთან დაკავშირებით ბრძანა: „ეს ფინალური კენჭისყრა პარლამენტში არის იმ მიღწევების შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ერთად მუშაობით შეძლო“.
ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღევანდელი ნაბიჯი დიდი აქტივია ჩვენი ძმებისთვისაც - აფხაზებისა და ოსებისთვისაც.
მჯერა, ეს დიდი პოზიტივი საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ძალიან მალე აისახება. გილოცავთ", - აცხადებს დეპუტატი.