სამართალი
ეს იყო ნათელი მაგალითი, თუ როგორ ძალადობდნენ პოლიციის გამოყენებით ოპონენტებზე - პროკურორი
7 ნოემბრის დარბევისა და ტელეკომპანია ,,იმედში’’ შეჭრისა საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა, ვინც იმ სპეცდანიშნულების რაზმს წარმოადგენდნენ, რომელიც ტელეკომპანიაში შეიჭრა.
როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, მოწმეებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ტელეიმედში შეჭრა ძალისმიერი მეთოდებით მოხდა.
,,არაერთი მოწმე დაიკითხა, მათ შორის დღეს დაიკითხნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, რომელთაც დეტალურად განმარტეს, თუ როგორ იძალადეს ჟურნალისტებზე, როგორ გააძევეს ისინი ტელეიმედის შენობიდან. ადგილზე ამ ყველაფერს კონტროლს უწევდა ერეკლე კოდუა და დავით ახალაია. სწორედ ეს პირები იყვნენ, რომლებიც უშუალოდ ივანე მერაბიშვილის მითითებით ადგილზე ახდენდნენ ამ დანაშაულებრივი ღონისძიების ხელმძღვანელობას. ათეულობით, ასეულობით სპეცრაზმელი იგინებოდა ოპოზიციურად განწყობილი პირების მიმართ, სკანდირებდნენ: ,,გაუმარჯოს მიშას.’’ ეს იყო ნათელი მაგალითი, თუ როგორ ძალადობდნენ პოლიციის გამოყენებით ოპონენტებზე’’, - განაცხადა პროკურორმა.
თავის მხრივ, როგორც საქმეზე ბრალდებულების ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, არცერთ მოწმეს არ დაუსახელებია იმ პირების გვარები პირდაპირ, რომლებიც ამ საქმეზე არიან ბრალდებულები.
,,არცერთ მოწმეს არც ივანე მერაბიშვილი, არც ზურაბ ადეიშვილი, არც დავით კეზერაშვილი, მით უმეტეს არც გიგი უგულავა და არც მიხეილ სააკაშვილი არ დაუდანაშაულებია და მათ მიმართ არ მიუთითებია, თითქოსდა მათგან რაიმე უკანონო ბრძანება მიიღეს’’, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ცნობისათვის: 7 ნოემბრის დარბევისა და ტელეკომპანია ,,იმედში’’ შეჭრისა საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას აქვთ წარდგენილი. მათ გამოძიება ძალადობით უფლებამოსილების გადამეტებას, პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ჩამორთმევასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები - გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან
6 თებერვალი, 2026 , 17:07
სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
6 თებერვალი, 2026 , 12:33
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვალა - პროკურატურა
4 თებერვალი, 2026 , 16:15
პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც შევიდა
4 თებერვალი, 2026 , 15:40
მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევა
3 თებერვალი, 2026 , 12:41
პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია
3 თებერვალი, 2026 , 11:49


