უკან

საზოგადოება

5 მარტი, 2020 13:31
font-size

ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ - გიორგი გახარია

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს, ეს ის ბრძოლაა, სადაც ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ექიმებს, მესაზღვრეებს და მებაჟეებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეფექტურად და მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს მთავრობის და პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს გახლავთ ის შედეგები, რომელსაც ჩვენ დღეის მდგომარეობით ვაღწევთ. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ არც ერთი წამით და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ერთობლივი ბრძოლის ეფექტურობა.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, მადლობა გადავუხადოთ, ექიმებს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყოველთვის, სანამ ამ გამოწვევას საბოლოოდ არ დავამარცხებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და მხოლოდ ლურჯებს ან ყვითლებს და წითლებს არ ემუქრება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ერთად უნდა მოვახდინოთ ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე ამ გამოწვევის მინიმიზაცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 იანვარი, 2026 , 18:02

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობ

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით

16 იანვარი, 2026 , 15:28

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტრ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა

16 იანვარი, 2026 , 14:00

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა. Artifact Apart Ho

2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი

16 იანვარი, 2026 , 12:01

2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა

ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია

16 იანვარი, 2026 , 09:11

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუ

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

15 იანვარი, 2026 , 16:33

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულე