უკან

პოლიტიკა

10 იანვარი, 2018 12:51
font-size

ეს ხარვეზები გამოსწორდება მომდევნო წლებში - არჩილ თალაკვაძემ 1000-ლარიანი ჯარიმა უკვე გადაიხადა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, მან ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო დაკისრებული 1000-ლარიანი ჯარიმა უკვე გადაიხადა.

თალაკვაძემ ასევე განმარტა, რომ ძირითადი ხარვეზები ეხება დეკლარაციაში არასწორად მითითებულ შემოსავლებს, საცხოვრებელ ბინებსა და მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს.

„ეს, მაგალითად, არის უძრავ ქონებასთან მიმართებაში. შესაძლოა, შეუსაბამობაა კვადრატულ მეტრთან დაკავშირებით, ან განსხვავებაა შემოსავლებში – 100, 200 ან 700 ლარის ოდენობით. ხარვეზია, როდესაც მითითებულია საცხოვრებელი ბინები და გამორჩენილია მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები. ეს ხარვეზები გამოსწორდება მომდევნო წლებში. ჩვენ მივეცით მაგალითი ყველას, რომ საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეს სტანდარტია, რომელიც ჩვენი მმართველობის სტილს შეესაბამება“, -უთხრა დეპუტატმა პირველ არხს.

უმრავლესობის წევრის თქმით, საჯარო სამსახურის რეფორმა მოქმედი სახელისუფლებო გუნდის პირობებში გახდა პრიორიტეტული.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ დაკისრებული ჯარიმები მისმა კოლეგებმაც გადაიხადეს და ის თანხა ბიუჯეტში შევიდა.

საჯარო სამსახურის ბიურომ ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 1000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა დაჯარიმებულთა სიაში მოხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი; 112-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი; კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი; პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე; სემეკ-ის წევრი გოჩა შონია; ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია; საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე და საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე